“200 სოფელი ნასოფლარად იქცა… სიმინდი 55%-ით ნაკლებ ფართობზე ითესება”– სალომე სიმონია

1 hour ago 1

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:

2024 წლის საყოველთაო აღწერის ძირითად შედეგებს გავეცანი და აღწერათაშორის პერიოდში, ანუ ბოლო 10 წელში, ასეთი მონაცემები გვაქვს:

● 200 სოფელი ნასოფლარად იქცა და კიდევ 278-ს იგივე ელის, რადგან 10 კაცზე ნაკლები ცხოვრობს.

● 64 მუნიციპალიტეტიდან 52-ში მოსახლეობა შემცირდა.

● 10 რეგიონიდან 8-ში მოსახლეობის რაოდენობამ იკლო.

● 0-დან 7 წლამდე ყველა ასაკობრივ კატეგორიაში კლებაა.

● 22-დან 33 წლამდე ასაკის მოსახლეობაც შემცირებულია.

● 35%-ით შემცირებულია შობადობა.

● ბოლო 5 წელია გარდაცვალება ბევრად აღემატება შობადობას.

● ქართულენოვანი მოსახლეობის წილი 2,5%-ით ნაკლებია.

● საქართველოში მუდმივად მცხოვრები რუსების რიცხვი 5-ჯერ გაიზარდა.

● ირანიდან ჩამოსახლებულთა რიცხვი 22-ჯერ გაიზარდა.

● სასოფლო მეურნეობათა რაოდენობა 25,3%-ით ნაკლებია.

● სახნავის ფართობი 13,8%-ით ნაკლებია.

● სიმინდი 55%-ით ნაკლებ ფართობზე ითესება.

● ბოსტნეულის მოყვანის ფართობი განახევრებულია.

● კარტოფილი 25%-ით ნაკლებ ფართობზე მოჰყავთ.

● მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 15%-ით ნაკლებია.

● ფურის რაოდენობა 18.3%-ით შემცირდა.

● ცხვრის და კამეჩის რაოდენობა 22-25%-ით შემცირდა.

● ცხენების რაოდენობაც 30%-ით შემცირებულია.

სრულად წაკითხვა