“2012 წლიდან ჯოჯოხეთი დაიწყო… სად არიან მომღერლები თვალდახუჭულები სამშობლოს რომ უმღერიან?” – მარინა ბერიძე

2 weeks ago 5

მუსიკოსი, მარინა ბერიძე, პაატა ბურჭულაძის დაანონსებულ აქციებს, დღის 16 საათზე, ბებიების, ბაბუების თაობისთვის, ეხმაურება, იხსენებს ბურჭულაძის ფონდ “იავნანაზე” თავდასხმას და ამბობს:

მარტიდან კი არ გავჩუმებულიყავით, 2012–დან ხმა უნდა ამოგვეღო. ძალიან არ უყვარს პაატას ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ როდესაც “იავნანას” პირველს მიადგნენ, ძალიან ბევრი ადამიანი გაჩუმდა, ის ადამიანები გაჩუმდნენ, ვინც იავნანამ ფეხზე დააყენა, მოატარა მსოფლიო, კახა და ვარსკვლავები, ქართველებს ვამბობ, რამოდენიმე კაცი ვომობდით, მაგრამ იქეთ მხარეს იძახდნენ, ალბათ, ფული აიღო… 2012 –დან ჯოჯოხეთი დაიწყო, მაშინ რომ ხმა ამოგვეღო, ალბათ, აქამდე არ მოვიდოდით,.

შემდეგ წამოვიდა ნიკოლოზ რაჭველის მოსპობა, ის მომღერლები, რომლებიც გახადა ვარსკვლავებად, რომლებსაც გაუკეთა ყველაფერი, გაჩუმდნენ,. ძალიან ბევრი ესეთი შემთხვევაა, 

სად არიან ის მომღერლები, რომლებიც… მესმის მსახიობების, არაჩვეულებრივად აკეთებენ ყველაფერს და საშინელებაა რასაც მათ უკეთებენ… მაგრამ სად არიან ის მომღერლები, რომლებიც თვალდახუჭულები საქართველოს სიყვარულს, თბილისს და სამშობლოს უმღერიან, სად არიან, ვინმემ მითხრას… ეს არ არის ბრძოლა რაღაცის მოხვეჭისთვის,  ეს არის ბრძოლა სამშობლოსთვის… გიყვარს შენი შვილი და გიყვარს შენი სამშობლო პირველ რიგშუი. როგორ შეიძლება ვინმემ აიტანოს ის, რაც ხდება ქუჩაში – დაუშვებელია.

პაატას მადლობა უნდა ვუთხრა, რომ გააკეთა ეს აქცია და იქნება 4 საათზე ბებიების და ბაბუების აქცია. ძალიან ბევრ ადამიანს ჩემს ირგვლივ, ასაკის გამო, ღამე აქციაზე გასვლის პრობლემა აქვთ. ამიტომ შანსი აქვთ, მივიდნენ 4 საათზე და თავისი სათქმელი თქვან, ყველას თავისი სათქმელი აქვს. 

სრულად წაკითხვა