2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.595 მლრდ აშშ დოლარი იყო

2 months ago 40
ფოტო: მუფიდ მაჯნუნი/Unsplash.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 11 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.595 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 24%-ით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს სავალო ვალდებულებების შემცირება წარმოადგენს.

საქსტატის ცნობით, 2023 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 80.2% შეადგინა.

2023 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 392 მლნ აშშ დოლარი – გაერთიანებულ სამეფოზე მოდიოდა, შემდეგ მოდის ნიდერლანდები – 360.5 მლნ აშშ დოლარით და თურქეთი – 168.8 მლნ აშშ დოლარით. სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 57.8% შეადგინა.

დანარჩენი ქვეყნების წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ასე გამოიყურება: აშშ – 153.5 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 87.6 მლნ აშშ დოლარით; მალტა – 80 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 53.6 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი – 47.3 მლნ აშშ დოლარით; იაპონია – 45.5 მლნ აშშ დოლარით; ყაზახეთი – 43.3 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი ქვეყნები – 162.7 მლნ აშშ დოლარით.

2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი 630.1 მლნ აშშ დოლარი საფინანსო და სადაზღვევო სექტორზე მოდიოდა. შემდეგ მოდიან: დამამუშავებელი მრეწველობა – 291.7 მლნ აშშ დოლარით; ტრანსპორტი – 138.2 მლნ აშშ დოლარით; ვაჭრობა – 116.6 მლნ აშშ დოლარით; ენერგეტიკის სექტორი – 108.5 მლნ აშშ დოლარით; ინფორმაცია და კომუნიკაცია – 85.7 მლნ აშშ დოლარით; უძრავი ქონება – 59.7 მლნ აშშ დოლარით; გართობა და დასვენება – 57.8 მლნ აშშ დოლარით; სასტუმროები და რესტორნები – 34.6 მლნ აშშ დოლარით; განათლება – 18.2 მლნ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა