2024 წლის ნოემბერში წლიური ინფლაცია 1.3% იყო

2 weeks ago 11
სასურსათო დახლი. წყარო: Mehrad-Vosough / Unsplash.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში წლიური ინფლაცია 1.3% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.7%-ით გაიზარდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (6.6%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (3.1%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (3.7%-იანი კლება); და კომუნიკაცია (12.9%-იანი კლება).

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (2.2%-იანი ზრდა); ჯანდაცვა (0.9%-იანი ზრდა); და ტრანსპორტი (1.5%-იანი კლება).

რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:  ბოსტნეული და ბაღჩეული (17.9%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.4%); ზეთი და ცხიმი (3.3%); თევზეული (2.6%); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.9%); რძე, ყველი და კვერცხი (1.0%); პური და პურპროდუქტები (0.7%). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-3.6%); ყავა, ჩაი და კაკაო (-1.2%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.4%).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა