2024 წლის აპრილში წლიური ინფლაცია 1.5% იყო

7 months ago 8
სასურსათო დახლი. წყარო: Mehrad-Vosough / Unsplash.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 2 მაისს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის აპრილში წლიური ინფლაცია 1.5% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.3%-ით გაიზარდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი (11%-იანი ზრდა); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (9.6%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (5%-იანი ზრდა); და სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.4%-იანი კლება).

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (2.8%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (0.7%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (0.7%-იანი ზრდა).

რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასების კლება აპრილში დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-12.6%); ბოსტნეული და ბაღჩეული (-7.9%); პური და პურპროდუქტები (-7.6%); რძე, ყველი და კვერცხი (-4.5%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.5%). ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (37.9%); მინერალური და წყაროს წყალი,  უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.3%); ყავა, ჩაი და კაკაო (3.9%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.6%); კვების სხვა პროდუქტები (2.4%) და თევზეული (0.8%).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა