2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებულმა გიორგი კუჭუაშვილმა საპყრობილე დატოვა

58 minutes ago 2
Giorgi Kuchuashvili leaves prison. Photo: videograb from Publika footage

გიორგი კუჭუაშვილმა, რომელიც უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახლა ინიცირების წინააღმდეგ 2024 წლის გაზაფხულზე მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის იხდიდა სასჯელს, 8 მაისს საპყრობილე დატოვა. მას პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა ბრალად.

მაისში დაკავებულ კუჭუაშვილს თავდაპირველად ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ იგი „პოლიციელზე თავდასხმაში“ დამნაშავედ ცნო. მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ მას პოლიციელზე თავდასხმის მუხლი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლზე გადაუკვალიფიცირა და სასჯელის ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გიორგი კუჭუაშვილი 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გასამართლებული მესამე მომიტინგეა, რომელმაც სასჯელის მოხდის შემდეგ ციხე დატოვა. უფრო ადრე, 2025 წლის ნოემბერში, კიდევ ორი ​​მომიტინგე, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი, რომლებიც იმავე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ქონების დაზიანების ბრალდებით იხდიდნენ სასჯელს, 18-თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა