2025 წლის 11 დღეში, ავარიულად მეოთხე რუსული ხომალდი დაეშვა – The Moscow Times

2 hours ago 1

11 იანვარს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა ავიაკომპანია UTair-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან დუბაიში მიფრინავდა.

გამოცემა The Moscow Times-ის ცნობით, ეს 2025 წლის 12 დღეში რუსული ავიახაზების თვითმფრინავების რიგით მეოთხე ავარიული დაშვებაა.

როგორც ავიაკომპანია Utair-ში განაცხადეს, თვითმფრინავის გადაუდებელი დაბრუნების მიზეზი გახდა „ჰიდრავლიკური სითხის დონის ცვლილება“. სერვის Flightradar24-ის ცნობით, თვითმფრინავმა ფრანის მიმართულება ბაქოს რაიონში შეცვალა და უკან მოსკოვში დაბრუნდა.

7 იანვარს UTair-ის Boeing 737, რომელიც სანკტ-პეტერბურგიდან სამარყანდში მიფრინავდა, ასევე იძულებული გახდა გაუმართაობის გამო ვნუკოვოს აეროპორტში დაშვებულიყო. ხოლო, 4 იანვარს ორ რუსულ თვითმფრინავს შეექმნა ტექნიკური პრობლემები ფრენების დროს.

შეგახსენებთ, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ფედერაციას, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა რუსეთის საავიაციო ინდუსტრიაზე და გახშირდა რუსული ავიაკომპანიების ხომალდების პრობლემური ფრენა.

სრულად წაკითხვა