ბათუმის პორტი, 2021 წლის ოქტომბერი, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 23.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.5%-იანი ზრდაა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 10.1%-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 9.3%-ით, 16.6 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ნოემბერში 9.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43%-ია.
2025 წლის იანვარ-ნოემბერში უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1.3 მლრდ აშშ დოლარი), ყაზახეთი (848.9 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (672.5 მლნ აშშ დოლარი).
იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (2.49 მლრდ აშშ დოლარი), თურქეთი (2.49 მლრდ აშშ დოლარი), და ჩინეთი (1.8 მლრდ აშშ დოლარი).
This post is also available in: English
Read Next
19/12/2025 - 13:42
საქსტატი: 2025 წლის მესამე კვარტალში მშპ 6.4%-ით გაიზარდა
03/12/2025 - 14:29
2025 წლის ნოემბერში წლიური ინფლაცია 4.8% იყო
01/12/2025 - 12:33
საქსტატი: 2025 წლის ოქტომბერში მშპ 6%-ით გაიზარდა
19/11/2025 - 14:30
2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 8.6%-ით გაიზარდა
03/11/2025 - 14:46
2025 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.2% იყო
31/10/2025 - 14:25

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·