ბათუმის პორტი, 2021 წლის ოქტომბერი, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 20.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.6%-იანი ზრდაა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 6.8%-ით გაიზარდა და 5.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 9.3%-ით, 14.9 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში 9.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44%-ია.
2025 წლის იანვარ-ოქტომბერში უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1.2 მლრდ აშშ დოლარი), ყაზახეთი (743.8 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (608.3 მლნ აშშ დოლარი).
იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (2.27 მლრდ აშშ დოლარი), თურქეთი (2.26 მლრდ აშშ დოლარი), და ჩინეთი (1.6 მლრდ აშშ დოლარი).
This post is also available in: English
Read Next
03/11/2025 - 14:46
2025 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.2% იყო
31/10/2025 - 14:25
საქსტატი: 2025 წლის სექტემბერში მშპ 6.4%-ით გაიზარდა
20/10/2025 - 14:53
2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 9.1%-ით გაიზარდა
03/10/2025 - 14:50
2025 წლის სექტემბერში წლიური ინფლაცია 4.8% იყო
30/09/2025 - 16:42
საქსტატი: 2025 წლის აგვისტოში მშპ 6.6%-ით გაიზარდა
19/09/2025 - 12:48

1 week ago
15







English (US) ·
Georgian (GE) ·