საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.9% იყო, წინა თვესთან შედარებით კი სამომხმარებლო ფასები 0.9%-ით გაიზარდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (10.1%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (8.4%-იანი ზრდა); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (8%-იანი ზრდა); რესტორნები და სასტუმროები (7.3%-იანი ზრდა). განათლების კატეგორიაში ფასები 12%-ით, ხოლო კომუნიკაციის კატეგორიაში ფასები 2.5%-ით შემცირდა.
რაც შეეხება სურსათის კატეგორიას, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6%), ზეთი და ცხიმი (7%), ყავა, ჩაი და კაკაო (5.7%), ბოსტნეული და ბაღჩეული (4.1%), პური და პურპროდუქტები (4%), და რძე, ყველი და კვერცხი (0.6%).
ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-4.5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.3%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-1.2%).
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასები ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (10.6%), ტრანსპორტი (2.6%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (0.6%), და საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (0.6%). დასვენების, გართობისა და კულტურის კატეგორიაში ფასები 0.8%-ით შემცირდა.
ოქტომბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია, 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 5.4%-მდე გაზარდა.
This post is also available in:
civil ახალი ამბები