US American dollars.
Photo: Ministry of Finance/Facebook.2026 წლის სექტემბერში, Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 248.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა სექტემბრის მდგომარეობით 8.17 მლრდ აშშ დოლარს აღწევს, განაცხადა ეროვნულმა ბანკმა 26 ოქტომბერს.
ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 3.37 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის“, – აღნიშნა ბანკმა.
2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება: იანვარი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი; თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი; მარტი – Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი; აპრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი; მაისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი; ივნისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი; ივლისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარილ აგვისტო – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 555.6 მლნ აშშ დოლარი.
ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
This post is also available in:
Read Next
21/10/2026 - 14:33
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8.25%-ზე დატოვა
19/10/2026 - 14:33
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 9.2%-ით გაიზარდა
19/10/2026 - 10:04
პროკურატურის გამოძიების ფონზე, ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა
16/10/2026 - 16:40
რუსეთთან ტრანსაქციების კლების ფონზე, სექტემბერში საქართველოში ფულადი გზავნილები 10.1%-ით შემცირდა
12/10/2026 - 17:25
მთავრობა 70 წლამდე ასაკის პირთა პენსიას ზრდის და დევნილებს საცხოვრებლის სანაცვლოდ კომპენსაციას სთავაზობს
11/10/2026 - 16:15
civil ახალი ამბები