WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით:

2026 წლის 1 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 9.9 ათასი ტონა მოცვი, 63.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოცვის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზრდილია. კერძოდ, ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა 55%-ით (3.5 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 47%-ით (20.3 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში 1 კგ მოცვის საშუალო საექსპორტო ფასი 6.4 $-ია.

2026 წელს გაფართოვდა მოცვის საექსპორტო ბაზრების არეალი – ექსპორტი განხორციელდა 17 ქვეყანაში. მოცვის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთი (9 010 ტონა), ევროკავშირი (498 ტონა), სომხეთი (192 ტონა), თურქეთი (102 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (70 ტონა) და სხვა.