„საქსტატის“ მიერ 30 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 994 800 ათასს მიაღწია, რაც 2.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 202 400 ათასი, რუსეთიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 20.3%-ს შეადგენს.
საქართველოში „საერთაშორისო ვიზიტორად“ ითვლება 15 წლის ან უფროსი ასაკის მოგზაური, რომელიც ჩამოდის 1 წელზე ნაკლები დროით. „საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების“ რაოდენობამ, რომელიც უფრო ფართო კატეგორიაა და მოიცავს ყველას, ვინც სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებს შორის ნებისმიერი მიზნითა და ხანგრძლივობით გადაადგილდება, 1.3 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 997.5 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 85.6% მხოლოდ ტურისტები იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სულ ცოტა ერთი ღამით დარჩნენ საქართველოში. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 11% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.3% როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი იყო.
ვიზიტორების რაოდენობით, ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის – 20.3% (202 400 ვიზიტორი), შემდეგ მოდის თურქეთი 18.5%-ით და სომხეთი 11.8%-ით.
ვიზიტების რაოდენობითმ ყველაზე დიდი წილი თურქეთის მოქალაქეებზე მოდის – 238 400 ვიზიტი; შემდეგ მოდიან რუსეთის (230 700) და სომხეთის (160 500) მოქალაქეები.
ვიზიტორების უმრავლესობა (47.4%) მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის 38.2%-ს შეადგენდა.
2026 წლის I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (46.5%) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში, შესაბამისად, 698 600 და 306 000 ვიზიტი.
საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 5.2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის I კვარტალთან შედარებით 5.1%-ით შემცირდა და 1 897.1 ლარი შეადგინა.
This post is also available in:

4 days ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·