2026 წლის ივნისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 612 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2 hours ago 3
US American dollars. Photo: Ministry of Finance/Facebook.

ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ 2026 წლის ივნისში მან 612 მლნ აშშ დოლარი შეიძინა, რის შედეგადაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ივნისის მდგომარეობით 7.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ბანკის ინფორმაციით,  2026 წლის იანვარ-ივნისში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა გაიმეორა, რომ „საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია“ და რომ „როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის“.

2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება: იანვარი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი; თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი; მარტი – Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი; აპრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი; მაისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა  632.9 მლნ აშშ დოლარი; და ივნისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6  მლნ აშშ დოლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა