WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

2

,,საქსტატის” წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.

,,საქსტატის” ცნობითვე, კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორებში.