22 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში უფლებების დარღვევაზე საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართავს  

2 weeks ago 10
პოლიცია მომიტინგეს ფიზიკურრად უსწორდება, 2 დეკემბერი, 2024. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

22 ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით 6 დეკემბერს საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს ერთობლივი კომუნიკაცია გაუგზავნა. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კომუნიკაციის მიმღებ ორგანიზაციებს „თავიანთი მანდატის ფარგლებში შეუძლიათ საქართველოსთან მიმართებით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, მათ შორის, საქართველოში ვიზიტი, და ადგილზე ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება“.  

კომუნიკაცია გაეგზავნათ:

  • ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარს;
  • ეუთო/ოდირს;
  • გაეროს სპეციალურ მომხსენებელს წამების და სხვა სასტიკი არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის საკითხებში;
  • გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მშვიდობიანი შეკრების და გაერთიანების თავისუფლების  საკითხებში;
  • გაეროს სპეციალურ მომხსენებელს აზრისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებში;
  • გაეროს სპეციალურ მომხსენებელს უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებში.

„კომუნიკაციაში დეტალურად არის მოცემული 28 ნოემბრიდან დღემდე არსებული ფაქტები, რომლებიც შეეხება მშვიდობიანი დემონსტრანტების აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ სხვადასხვა დანაშაულის, მათ შორის, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, ჩადენას; აქციების დარბევისთვის გამოყენებული საშუალებების უკანონობასა და არაპროპორციულობას; უკანონო დაკავებას; ჩხრეკა-ამოღების ოპერაციებს; სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას; ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობას“, – ნათქვმია განცხადებაში.  

კომუნიკაციის წარმდგენი ორგანიზაციები არიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); სამოქალაქო ინიციატივა დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევნისთვის – სამოქლაქო იდეა; დემოკრატიის მცველები; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD); ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI); საქართველოს სასამართლოს გუშაგი; საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტი (GDI); საქართველოს მომავლის აკადემია; მწვანე ალტერნატივა; წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT); უფლებადამცველთა გაერთიანება – ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); უფლებები საქართველო; სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); საფარი; სამოქალაქო საზოგადოების ფონდი; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა