22 წლის ზუგდიდელი ახალგაზრდა, რომელიც თბილისში დაშავდა, რეანიმაციაში გადაიყვანეს

2 weeks ago 9

ინგოროყვას სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა, რომელმაც გუშინ თვალის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო რეანიმაციულ განყოფილებაში, მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება. ექიმის ცნობით, მას შეყვანისთანავე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისათვის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმმა აღნიშნა, რომ შეყვანისა ახალგაზრდა კონტაქტური იყო:

“პაციენტი მიღებულია სკალპის ღია ჭრილობით , შუბლის, ძვლის და თვალბუდის ზედა კიდის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით, შესაბამისად, თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე ამ დროისათვის შენარჩუნებულია. თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევით, დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში , ჩაუტარდა დაზიანებული ფრაგმენტების ამოკვეთა, ამ მომენტისათვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას, ჩაუტარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითი დინამიკის გარეშე. ჭრილობაში არ იქნა ნანახი უცხო სხეული. პაციენტი შემოყვანილია დაახლოებით დილის 4 საათზე და დაუყოვნებლივ გადაყვანილი საოპერაციო ბლოკში. ამ ეტაპისთვის მისი მდგომარეობა შეესაბამება მის პოსტტრავმულ მდგომარეობას, იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ, სტაბილური ჰემოდინამიკით. მართვით სუნთქვაზეა ბუნებრივად, იმიტომ რომ იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ” ამბობს ექიმი, ნინო ხარაიშვილი.

ამავე კლინიკაში აქციიდან კიდევ 12 დაშავებული მოქალაქეა გადაყვანილი, რომელთა მდგომარეობა მედიკოსების ცნობით, დამაკმაყოფილებელია.

სრულად წაკითხვა