224 ხმით მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს

1 week ago 3

წაკითხვა: 77

საქართველოს ახალ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს, რომელსაც 224-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი.

1 ბიულეტენი გაბათილდა, რომელიც ადა მარშანიას ეკუთვნოდა, ვინაიდან მან მხოლოდ ფორმალურად მიიღო მონაწილეობა, თუმცა ხმა არ მიუცია.

ახალი წესით, პრეზიდენტს 5 წლის ვადით 300 დელეგატისგან შემდგარი საარჩევნო კომისია ირჩევს. ამ სისტემით საქართველოში არჩევნები პირველად ჩატარდა და ეს მოდელი გერმანული და ამერიკული საარჩევნო მოდელის მსგავსია.

300 კაციან კომისიაში კვოტები პროპორციულად არის გადანაწილებული – 211 წევრი “ქართულ ოცნებას” ჰყავს, 69 ოპოზიციას და 20 აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციამ, ასევე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან სამმა წევრმა : ეთერ ასტემიროვამ, ზურაბ ჯგუბურიამ და თემურ მჟავიამ.

ფორმალურად მიიღო მონაწილეობა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ადა მარშანიამ, თუმცა მან ცარიელი ბიულეტენბი ჩააგდო ყუთში და ამ ფორმით გამოხატა პროტესტი მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურაზე.

მისი თქმით, ქართულ ოცნებას უკეთესი კანდიდატის წარმოდგენა შეეძლო.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა