24 წლის გიგა დაუშვილი, რომელსაც ოჯახი 9 თებერვლიდან ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს – რა დეტალები ხდება ცნობილი?

1 day ago 8

24 წლის გიგა და­უშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ოჯა­ხი 9 თე­ბერ­ვლი­დან ეძებ­და, სამ­წუ­ხა­როდ გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდის ახ­ლობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. ყვე­ლა ძა­ლი­ან გა­ნიც­დის მომ­ხდარს. თით­ქმის ორი თვე ეძებ­და ოჯა­ხი სი­ცო­ცხლით სავ­სე ახალ­გაზ­რდას.

  • ცნო­ბი­ლია, რომ გიგა 9 თე­ბერ­ვალს გა­ვი­და სახ­ლი­დან. მისი ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი ამ­ბობს, რომ ბო­ლოს ისი­ნი ერ­თად იყ­ვნენ დიღ­მის ჭა­ლებ­ში. სწო­რედ იქ იპო­ვეს და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნიც. გან­გა­შის ზარი დე­დამ იმა­ვე დღეს ჩა­მოკ­რა და ყველ­გან ეძებ­და თა­ვის შვილს.

იმ ღა­მით შვი­ლი რომ ვერ­სად იპო­ვა, მე­ო­რე დი­ლი­დან საქ­მე­ში პო­ლი­ცია ჩარ­თო და სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი პო­ლი­ცი­ამ და მაშ­ვე­ლებ­მა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს. დე­ტა­ლუ­რად და­ათ­ვა­ლი­ე­რეს მტკვრის მთე­ლი პე­რი­მეტ­რი და გან­სა­კუთ­რე­ბით ის ად­გი­ლი, სა­დაც ბო­ლოს გი­გას მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი იპო­ვეს, თუმ­ცა მა­შინ ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ვე­რა­ფე­რი ნა­ხეს.

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, გიგა და­უშ­ვი­ლი სწო­რედ მტკვარ­შია პა­რას­კევს ნა­პოვ­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ ცხე­და­რი მდი­ნა­რემ გა­მო­რი­ყა. აქვს თუ არა და­ზი­ა­ნე­ბა ცხე­დარს, რა გახ­და მისი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი, ეს და ბევ­რი სხვა დე­ტა­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­ხდარ­ზე გან­ცხა­დე­ბა არ გა­უვრცე­ლე­ბია. ცხე­დარს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და და სახ­ლშია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

გიგა და­უშ­ვი­ლის დედა, ნა­თია და­უშ­ვი­ლი 4 დღის წინ “კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის” მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბო­და თა­ვი­სი შვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ამ­ბავს და ითხოვ­და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს კი­დევ ერთხელ და­ე­კი­თხათ გი­გას ის მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­თან ერ­თად იყ­ვნენ ბოლო წუ­თებ­ში.

მას ბევ­რი პა­სუ­ხგა­უ­ცემ­ლე­ბი კი­თხვა აქვს დღემ­დე, რად­გან რო­გორც ამ­ბობს, მისი შვი­ლის ორი მე­გო­ბა­რი სულ სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რობ­და და ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხავ ამ­ბავს ჰყვე­ბო­და. დე­დის ეჭ­ვე­ბიც ბუ­ნებ­რი­ვია და იმე­დია ამ კი­თხვებს გა­მო­ძი­ე­ბა გას­ცემს პა­სუხს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახ­ლობ­ლე­ბი ემო­ცი­ე­ბით სა­უბ­რო­ბენ 24 წლის ბიჭ­ზე, ბიჭ­ზე, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ეძებ­და.

“ხუთი წლის ვიყავი, როცა დაიბადა და იმ დღიდან ჩვენი კავშირი უცვლელია – აღარ ვიყავი დედისერთა, რასაც სულ განვიცდიდი… განსაკუთრებული იყო, ალბათ ბანალურად ჟღერს, მაგრამ ამავდროულად ყველაზე რეალურად ასახავს მის ბუნებას. არ შეეძლო, უცხოდ დარჩენილიყო – ყველას მეგობარი ხდებოდა, ყველას გულში იდებდა ადგილს. ჩემთვის კი არა მხოლოდ ძმა იყო, რაღაც სხვა იყო, “გიგა” იყო, რითაც ყველაფერი ნათქვამია. ის, ვინც მას არ იცნობდა, უნდა იცოდეს – არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სამყაროს სიყვარულისთვის, სიცილისთვის და სიკეთისთვის მოევლინენ. ის ერთ-ერთი ასეთი იყო. და რადგან ასეთი ადამიანები არასდროს ქრებიან, ის აქ არის, ჩემში, ყველა იმ მოგონებაში, სადაც თბილი შეხება და მისი ბოხი ხმა ცოცხლობს: „მარ, ჩემო ლამაზო”- წერს მისი დეიდაშვილი.

სოციალურ ქსელში წერს სტატუსს გიგას დეიდაც:

“შენზე წარსულში როგორ ვილაპარაკო დეი, დროებით, ჩემო გულის ნაწილო. შენ იცი შენ ვინ ხარ ჩემთვის, ჩვენ დეიდა-დისშვილი არ ვართ მხოლოდ, ჩვენ სულ სხვა ურთიერთობა გვაქვს, მე და შენ, შენ და მე, ასე ვიყავით და ვიქნებით სულ სანამ ვიარსებებ ამ ქვეყანაზე. მერე კი, ვიცი პირველი შენ შემომეგებები სამუდამოდ, როცა დავიდებ შენთან ბინას. მიყვარხარ უკიდეგანოდ…”.

რა გახდა ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების მიზეზი, ხომ არ იყო ეს მკვლელობა, ეს და სხვა დეტალები ალბათ მალე გახდება ცნობილი. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო: ,,კვირის პალიტრა”

სრულად წაკითხვა