25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1 day ago 7

გაგაცნობთ 25 დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

ვერძი

დღეს, სჯობს, საოჯახო საქმეებით დაკავდეთ, სამსახურში ინიციატივის გამოჩენისა და აქტიურობის დრო არ არის, ეცადეთ, შემოიფარგლოთ ყოველდღიური საკითხებით.

კურო

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გახსოვდეთ პოზიტიური განწყობა ნებისმიერ საქმეში წარმატების წინაპირობაა. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯისგან .

ტყუპები

იყავით გულწრფელი, როგორც საკუთარი თავის, ასევე, თქვენი ახლობლების მიმართ, მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია.

კირჩხიბი

საქმიან სფეროში, მოემზადეთ ცვლილებებისა და სიახლეებისთვის. იყავით გულისხმიერი გარშემომყოფთა მიმართ. ამგვარად, შემოიკრებთ თანამოაზრეებს და შესაძლოა, მტრებიც მეგობრებად აქციოთ.

ლომი

დიდია პირად სფეროში ინტრიგებისა და ტყუილების ალბათობა. დღეს, სჯობს, მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ, ნუ აჰყვებით მითქმა-მოთქმას და ჭორებს.

ქალწული

იყავით ყურადღებიანი და გულისხმიერი ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების მიმართ. საქმე მნიშვნელოვანია, თუმცა არ დაგავიწყდეთ პერიოდულად დასვენება, მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, გაისეირნეთ ბუნებაში, ან შეიძინეთ საახალწლო საჩუქრები.

სასწორი

თვითჩაღრმავებისა და არსებულ სიტუაციებზე დაკვირვებისთვის შესაფერისი პერიოდია, დიპლომატია და ჰარმონიული, მშვიდი ატმოსფეროს შექმნა თქვენი ერთ-ერთი ნიჭია, რომელიც ახლა ყველას ძალიან სჭირდება.

მორიელი

დღეს, შინაგანი კმაყოფილების განცდა ბევრ ახალ საქმესა და სიტუაციაში მოგიტანთ წარმატებას, იმოქმედეთ მეტი ოპტიმიზმით და არ დაგავიწყდეთ იუმორი.

მშვილდოსანი

ნუ იქნებით სხვის იმედად, თავად იყავით წარმატებული დღის გარანტი. დაკავდით საკუთარი საქმეებით და ეცადეთ, უფრო მეტად იყოთ გულისხმიერი საყვარელი ადამიანის მიმართ.

თხის რქა

საქმიანი, აქტიური დღეა, თუმცა, ამის მიღმა, მიეცით თავს დასვენებისა და მეგობრებთან ერთად გართობის საშუალება. შესაძლოა, საინტერესო ადამიანიც გაიცნოთ.

მერწყული

ნუ ჩაიკეტებით, ახლა იზოლაციაში მოქცევა არაფერს კარგს არ მოგიტანთ, გააფერადეთ დღე, მიმართეთ რჩევისთვის მეგობრებს და ოჯახის წევრებს. მალე, ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

თევზები

მშვენიერი დღეა, თავს იღბლიან ადამიანად იგრძნობთ. მატულობს თქვენი შარმი, ყურადღების ცენტრში ადვილად ექცევით. იყავით ინიციატორი და იაქტიურეთ როგორც საქმიან, ასევე, პირად საკითხებში.

წყარო: შენი ჰოროსკოპი

სრულად წაკითხვა