27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 hours ago 3

გაგაცნობთ 27 დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

ვერძი

ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსურ ოპერაციებთან და რაიმეს შეძენისას. ნებისმიერ საქმესა თუ მოლაპარაკებისას, კონცენტრაცია გააკეთეთ დეტალებზე.

კურო

სასიკეთოა ფიზიკური ვარჯიში, მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტეთ ინტუიციაზე დაყრდნობით.

ტყუპები

ღიად იმოქმედეთ, ნუ მოგერიდებათ რჩევისთვის უფროსებსა და კოლეგებს მიმართოთ, ეს დაგეხმარებათ განახორციელოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი პროექტები.

კირჩხიბი

ოპტიმიზმი, მოთმინება და სიმშვიდე დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ უსიამოვნო განწყობას და აიმაღლოთ  შრომისუნარიანობა და ემოციური ბალანსი.

ლომი

წინდახედულობა და ინტუიციაზე დაყრდნობა დღეს ძალიან დაგეხმარებათ. დააკვირდით გარშემომყოფებს, ამოიცანით არაკეთილმოსურნეები, გააანალიზეთ მათი სტრატეგია და იმოქმედეთ შესაბამისად.

ქალწული

თავს იღბლიანად და წარმატებულად იგრძნობთ. მეტ თავდაჯერებულობასა და ძალას იპოვით საკუთარ თავში და უფრო გაბედულად შეხედავთ მომავალს.

სასწორი

არის ალბათობა, რომ მეტი პრაგმატული თვისების გამოჩენა დაგჭირდეთ ბიზნესსა და სამსახურში. გაითვალისწინეთ,  რომ მოწესრიგებული იყოს ყველაფერი სახლსა თუ სამსახურში.

მორიელი

თქვენი ყოყმანი და სკეპტიციზმი შესაძლოა, დამაბრკოლებელ გარემოებად იქცეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას.

მშვილდოსანი

ეგოიზმი და სხვათა რჩევების უგულებელყოფა დიდ დაბრკოლებას შექმნის მიზნისკენ მიმავალ გზაზე. აკონტროლეთ ემოციები.

თხის რქა

კარგი იქნება, იზრუნოთ გარემოს შეცვლაზე, ურთიერთობების გადახალისებაზე, გეგმები ცოტა ხნით მოიცდის, ახლა მეტად მოუსმინეთ შინაგან ხმას.

მერწყული

ფინანსურ დანაკარგებსა და გაუგებრობებს მარტივად აიცილებთ, თუ კარგად დაფიქრდებით და საღად განსჯით ყოველ წვრილმანს. გადაამოწმეთ ხელშეკრულებები და საბუთები.

თევზები

შეგიძლიათ, დრო დაუთმოთ ახალი შემოსავლების წყაროს მოძიებას, კონცენტრაცია გააკეთეთ შრომისუნარიანობაზე.

სრულად წაკითხვა