2025 წლის 28 თებერვალს მთვარე თევზების ნიშანში შევა და ეს არის ბოლო ახალმთვარეობა ასტროლოგიურ ახალ წლამდე, როდესაც ძველი იშლება და უნდა დაიბადოს მომავალი. ამ მისტიკურ პერიოდში დედამიწის თანამგზავრი დროებით გაქრება მხედველობის არიდან, მაგრამ მის ენერგიას მაინც ყველა ცოცხალი არსება იგრძნობს.
ახალი მთვარე, როგორც წესი, ძალიან დიდი ენერგიით ხასიათდება და შესაძლოა ამ დღეს მომატებული შფოთვა, გაღიზიანებადობა იგრძნოთ. ჯობს, ეს დღე დასვენებას დაუთმოთ. განიტვირთეთ, მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. ასტროლოგების აზრით, ეს პერიოდი გახსნის ახალ პერსპექტივებს სიყვარულსა და კარიერაში. ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გვიზიარებს, რომელი ზოდიაქოს ნიშნები უნდა იყვნენ უფრო ფრთხილად ამ დღეს და ვინ შეძლებს ახალი მთვარის ენერგიის გამოყენებას თავის სასარგებლოდ.
მედიტაციური მდგომარეობა. ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია. რაღაც ინფორმაციებს ფარდა ეხდება.
სოციალური თემების, ინტერნეტთან დაკავშირებული საქმიანობის აქტუალიზაცია. მეგობრების თემას მიაქციეთ ყურადღება. ღონისძიებებზე თქვენ მიმართ ყურადღება მატულობს.
კარიერულ ასპარეზზე, ასევე, შესაძლოა სტატუსთან დაკავშირებით ცვლილებები. მეტი ყურადღება დაუთმეთ საბუთებსა და მეტად იყავით ორიენტირებული ერთ კონკრეტულ საქმეზე.
ცვლილებები განათლების, უცხოეთის თემებთან დაკავშირებით. შესაძლოა მოგზაურობაც მოგიწიოთ. ეს ცვლილებები ეხება ნებისმიერ სფეროს როგორც პირად,ისე საქმიან კავშირებსაც.
მემკვიდრეობასთან, კრედიტის თემასთან, დიდ ფინანსებთან, ღრმა ფსიქოლოგიურ თემებთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია.
პარტნიორული საკითხების წინ წამოწევა – როგორც პირად-სასიყვარულო, ისე საქმიანობასთან დაკავშირებით.
მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობის საკითხს(შესაძლოა გამოჯანმრთელება). ან გარკვეული ყოფითი და სამსახურებრივი საკითხების, ჩვევების ცვლა. შესაძლოა ახალი ოთხფეხა ბინადარიც.
ბავშვებთან დაკავშირებული თემის აქტუალიზაცია. შემოქმედებითი უნარები მეტად იჩენს თავს, ასევე, რომანტიკულ ვნებათაღელვაში მოექცევით.
სახლთან, ოჯახთან, უძრავ ქონებასთან, მშობლებთან დაკავშირებული თემების ეპიცენტრში ხართ, შესაძლოა ბიზნესის კუთხით, რემონტის სახით ან სულაც ახალი ბინადარი ოჯახში.
კომუნიკაციებით დახუნძლული პერიოდი. შედეგები მეზობლებთან, ნათესავებთან, და-ძმებთან მოლაპარაკებებში ან დავების პროცესების დასრულება. მგზავრობები და სწავლის საკითხების აქტუალიზაცია.
ფინანსებთან დაკავშირებული თემა აქცენტირებულია. შესაძლოა მიიღოთ ფულადი ჯილდო, გამოჩნდეს ახალი ფინანსური წყაროები.
ცვლილებები შესაძლოა ნებისმიერ სფეროს მოიცავდეს, დაწყებული ჯანმრთელობით, იმიჯით დასრულებული, ზოგადად, ურთიერთობების კუთხით. იყავით ყურადღებით ახალ შემოთავაზებებთან, მოეკიდეთ ყველა საკითხს რაციონალურად.
ასევე დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი იღბლიანი კვირის დღე აქვს – ნახეთ, რომელია თქვენი
ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი იღბლიანი კვირის დღე აქვს – ნახეთ, რომელია თქვენი