29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა – პარლამენტი

1 day ago 4

პარლამენტი განცხადებას აქვეყნებს:

„საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის მიზნით, მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

ღონისძიების გაშუქების მსურველმა მედიასაშუალებებმა სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოს პარლამენტს. ერთ მედიასაშუალებაზე გაიცემა არაუმეტეს ორი ჯგუფის აკრედიტაცია.

ღონისძიების გაშუქების მიზნით პარლამენტის სასახლის რუსთაველის დარბაზში (B კორპუსი, 0 სართული) მოეწყობა მედიასივრცე, საიდანაც მედიის წარმომადგენლებს, საშუალება ექნებათ, თვალი ადევნონ ინაუგურაციის მიმდინარეობას და ჩაწერონ რესპონდენტები. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს სიგნალის მიწოდებას ინაუგურაციის ცერემონიის პირდაპირი ტრანსლირებისთვის“

სრულად წაკითხვა