29 აპრილს “სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი” ზუგდიდის მერიასთან აქციას აანონსებს

2 weeks ago 10

“რუსული კანონის” წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი გრძელდება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. 

29 აპრილს, იმ დღეს, როცა “ქართული ოცნება” ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ კონტრაქციას გეგმავს, თბილისში, ვაკის პარკში, ზუჰდიდში კი ქალაქის მერიის წინ, მოქალაქეები “რუსულ კანონს” კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ. 

“წინააღმდეგობა გრძელდება!

არის დრო, როდესაც დუმილი ბოროტების მხარეს დგომას ნიშნავს. ასეთი დროა აქ და ახლა.

როდესაც ხელისუფლება ცდილობს ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს. ერთის მხრივ რუსული კანონით ცდილობს ჩამოიშოროს ყველა, ვინც მის ქვეყნისთვის მტრულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, მეორეს მხრივ კი ცდილობს, ოფშორების კანონით სასათბურე პირობები შექმნას უკონტროლო ფინანსების შემოდინებისა და შავი ფულის გათეთრებისთვის – ჩვენ გვრჩება ერთადერთი გზა, გამოვიდეთ და ხმამაღლა ვთქვათ – არა რუსულ კანონს!

თუ ფიქრობ, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთადერთი სწორი გზაა ქვეყნის სოციო-ეკონომიკური განვითარებისთვის, უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის მაშინ შენი ადგილი ჩვენს გვერდითაა და შენი ხმა მნიშვნელოვანია!

მოდი 29 აპრილს, 18:00 საათზე ზუგდიდის მერიასთან, სადაც თანამოაზრეებს იპოვი და დაანახებ ხელისუფლებას, რომ არ შეეგუები შენი ქვეყნის რუსეთისკენ სვლას!”. 

სრულად წაკითხვა