29-ის მერე ვიქნები ის, რაც ვარ – პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, დამოუკიდებლობით – სალომე ზურაბიშვილი

3 hours ago 2

სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვაში აცახდებს:

,,29 დეკემბერზე ძალიან ბევრი რამ ისმის. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, რაღაც მუქარებით მელაპარაკებიან და, მგონი, მაინც ვერ მიცნობენ, ან ეს არის მცდელობა, რომ მე ამაგდონ და ვთქვა, რომ აბა რა. მეორე მხრივ, მე ძალიან მადლობელი ვარ და მესმის საზოგადოებიდან და ბევრი სხვადასხვა ჯგუფიდან, რომ აბა რა, დავიცავთ პრეზიდენტს, მაგრამ დასაცავიც არ ვარ, არც მეშინია და ვნახოთ, სად ვიქნები და როგორ ვიქნები 29-ის მერე. მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ – პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით. ეს პრეზიდენტი იქნება ყველა თქვენგანის მსახური. თქვენ გემსახურებით, როგორც ვემსახურები ქვეყანასა და სამშობლოს…

არავის ამ ქვეყანაში არ უნდა არეულობა. მმართველ პარტიის გეგმებში, სცენარებში, ზოგიერთი სცენარი ჩვენც გვაქვს ნანახი, ძალიან აწვებიან იმას, რომ იქნება არეულობა, იქნება სამოქალაქო დაპირისპირება და რაღაცნაირად ამ სცენარს უწყობენ ხელს. ნაძვის ხის მომენტი იყო ამის დასტური, გუშინაც ალბათ იმედი ჰქონდათ და ამიტომ იყო ამდენი პოლიციელი თავმოყრილი თავისუფლების მოედანზე, შიგადაშიგ აბრალებენ პოლიტიკურ პარტიებს, რომ მათ უნდათ გადატრიალება, მათ უნდათ რევოლუცია და ამიტომ უნდა დაიჭირონ და გააუქმონ პარტიები და ა.შ. 

მეც მაბრალებენ რადიკალიზმს, არ ვიცი სად დაინახეს. არა, არავის, ვისაც შეგნებული აქვს ამ ქვეყნის მომავალი როგორი უნდა იყოს და როგორი გვინდა და ვისთან ერთად გვინდა – ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, ამისთვის ჩვენ არანაირი არეულობა არ გვაწყობს, გვაწყობს ქვეყნის განვითარება და ქვეყნის განვითარებას სჭირდება მშვიდობა და თქვენ, რომლებიც ამდენს ლაპარაკობდით ვითომც მშვიდობაზე, რეალურად გვაშინებდით ომის საფრთხით, გარე ომის საფრთხით რომლით ჯერ გაუგებარია და გაურკვეველია, ახლა  გინდათ, რომ დაგვაშინოთ შიდა ომით, არც ერთი არ გამოვა და არც მეორე. ეს ქვეყანა წავა თავის გზით მშვიდობიანად, გაივლის ახალი არჩევნების ეტაპს და იქნება ძალიან წარმატებული და ძლიერი“

სრულად წაკითხვა