“3 წლის წინ პირბადის გარეშე სიარულზე აჯარიმებდნენ, ახლა პირიქით, პირბადით სიარულზეა ჯარიმა” – ზვიად ტომარაძე

14 hours ago 2

„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:

“ცისფერი მთებში ანუ ტიანშანში” ვცხოვრობთ რეალურად…

3 წლის წინ პირბადის გარეშე სიარულზე აჯარიმებდნენ, ახლა პირიქით, პირბადით სიარულზეა ჯარიმა;

სალომეს ვინც ხმა მისცა ახლა ლანძღავს და ვინც მანამდე ლანძღავდა და ვაშაძეს მისცა ხმა, ახლა მათი ლიდერია;

11 წელი ქართული ოცნება ლიბერალი იყო და მთელი კანონმდებლობა გენდერ–შმენდერული კანონებით გამოტენა, სამაგიეროდ ახლა ტრადიციების დამცველი კონსერვატორია;

სომხეთს არც ზღვა აქვს, არც ჩვენსავით ბევრი მდინარე და ჩვენზე 17–ჯერ მეტ თევზს აწარმოებს;

ასეთი ბარაქიანი მიწა გვაქვს და ჩვენი სამყოფი კიტრი/პომიდორი ვერ მოგვიყვანია;

ბიზნესმენები რუსეთს ლანძღავენ და ნაწარმს რუსეთში ჰყიდიან, პირველი სავაჭრო პარტნიორია.

მხოლოდ ცისარტყელას დროშაა პრობლემა და სამებაში “ჟოზეფინა” რომ წირავს ამაზე ყველა გაჩუმებულია;

3 წლის წინ ვინც სახლებში გამოკეტა და სავალდებულო ვაქცინაციას უპირებდა, ისევ ისინი ურჩევნია ხალხს ვიდრე ისინი, ვინც ამ ბოროტებისგან დაიცვა…

სრულად წაკითხვა