კითხვის დრო: 2 წთ.
მომღერალი სოფო ბათილაშვილი საქალაქო სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმეს. მიზეზი სასამართლოში დაბარებული იმ მომღერლების სოლიდარობა გახდა, რომლებიც სიმღერის შესრულების გამო სასამართლოში დაიბარეს. სოფომ მათი სოლიდარობის ნიშნად “ოლე ოლა” იმღერა და ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა:
“1 წლის წინ ისიც სიგიჟე იყო, რომ ტროტუარზე დგომის გამო, ადამიანებს დაიჭერდნენ, მაგრამ მოვედით იქამდე, სადაც ყველაფრის გამო იჭერენ, რის გამოც სურთ, თუ ადამიანი წინააღმდეგობას გამოხატავს, ან პროტესტს გამოხატავს, ან სოლიდარობას გამოხატავს მათ მიმართ, ვინც პროტესტშია და მოვედით აქამდე, სადაც სიმღერების სია შეიძლება შემოგვთავაზონ, რომელიც არ შეიძლება შესრულდეს — მუსიკოსებს საქმე გვაქვს ცენზურასთან. მტკიცებულებად გამოტანილი იყო ჩემი ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც თავად ავტვირთე სოციალურ ქსელში და ეს ვიდეო გაჟღერდა სასამართლოს დარბაზში, რაც მე ძალიან მახარებს.“
გართობა artinfo.ge