WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

34-მა ქვეყანამ ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე შეშფოთება გამოთქვა „საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების“ გამო და შემზღუდავ კანონმდებლობაზე, მომიტინგეებზე, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაპატიმრებაზე გაამახვილა ყურადღება.

განცხადება 8 სექტემბერს ლიეტუველმა დიპლომატმა აუსრა სემასკიემემ ჯგუფის სახელით გენერალური დებატების დროს გააკეთა. განცხადებას შეუერთდნენ ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, კანადა, კვიპროსი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, შვედეთი, შვეიცარია და უკრაინა.

„გვსურს, საბჭოს ყურადღება მივაპყროთ საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებას, განსაკუთრებით ბოლო წლებში მიღებული კანონმდებლობის გათვალისწინებით, რომელიც ზღუდავს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას და არ შეესაბამება ადამიანის უფლებებათა საერთაშორისო სამართალს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, მშვიდობიანი მომიტინგეები, ჟურნალისტები, მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური ოპონენტები მუქარის, თავდასხმების, შევიწროების, ჯარიმების და მათი საბანკო ანგარიშების დაყადაღების წინაშე დგანან“, – განაცხადა ლიეტუვამ ჯგუფის სახელით.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ბევრი მომიტინგე და ოპოზიციის ცნობილი ფიგურა“ გაასამართლეს, მათ შორის „ბოლო თვეებში რამდენიმე“.

„ყველა, ვინც თვითნებურად დააკავეს, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯგუფმა სინანული გამოთქვა იმია გამო, რომ „საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდების მიუხედავად, დემონსტრანტებისა და დაკავებულების მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენებისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე მიუკერძოებელი გამოძიება სრულად არ ჩატარებულა“.

ქვეყნები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას „გააუქმოს შესაბამისი კანონმდებლობა, ჩაატაროს მიუკერძოებელი გამოძიება ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე, უზრუნველყოს შესაბამის პირთა პასუხისგებაში მიცემა და და  სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან შინაარსიან დიალოგში ჩაერთოს“.

This post is also available in: English