4 პირველი ადგილი - ახალი რეიტინგით ქართველები მსოფლიოს იპყრობენ

6 days ago 7

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, ქართველები კი 4 სხვადასხვა კატეგორიას ლიდერობენ.

ცხადია, პირველ ადგილზეა 125კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი, რომელმაც პარიზის ოლიმპიური თამაშები საოცარ ბრძოლაში მოიგო.

გარდა ამისა, პირველ ადგილს იკავებს 79კგ წონით კატეგორიაში (ეს წონა არაოლიმპიური გახლდათ) ავთანდილ კენჭაძე, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი აიღო.

მოწინავე ადგილებს იკავებენ აკაკი ქემერტელიძე (70კგ) და მირიან მაისურაძეც (92კგ). პირველმა მათგანმა შარშან ზაგრების გრან პრი მოიგო, მაისურაძე კი ბუდაპეშტის გრან პრის გამარჯვებული გახდა.

სრულად წაკითხვა