4 დაღუპული და 21 დაშავებული – რუსებმა ქალაქ დნიპროს დაარტყეს

3 days ago 10

4 დაღუპული და 21 დაშავებული – რუსებმა ქალაქ დნიპროს დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლისაკის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე თავდასხმა 20-ზე მეტი დრონით განახორციელეს, რომელთა უმეტესობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.

თავდასხმის შედეგად, სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსსა და კერძო სახლებს ძლიერი ხანძარი გაუჩნდა, ასევე, მრავალსართულიანი შენობები და ავტომობილები დაზიანდა.

სრულად წაკითხვა