ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.
ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს და წერს, რომ ერთმანეთს, გავრცელებული ინფორმაციით, ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.