4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

2 hours ago 10

გაგაცნობთ 3 თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

ვერძი

შესაძლოა თანამოაზრეების მოძებნა დაგჭირდეთ. ამ საკითხის მოსაგვარებლად საჭიროა იყოთ უფრო გულისხმიერი და მიმტევებელი ირგვლივ მყოფთა მიმართ. დაისვენეთ და მაქსიმალურად აღიდგინეთ ძალები, წინ რთული კვირაა.

კურო

ყურადღება დაუთმეთ, როგორც თქვენი პირადი სივრცის, ასევე გარემოს მოწესრიგებას და ენერგეტიკულ წმენდას. ჰარმონიას და კეთილგანწყობას თავად უნდა ასხივებდეთ.

ტყუპები

მოდუნდით, მეტი დრო დაყავით სუფთა ჰაერზე, მოიკრიბეთ ძალა, აი, ხვალიდან კი ყველაფერი გააკეთეთ, რომ თქვენი ამბიციები რეალურ მიზნებად გადაიქცეს.

კირჩხიბი

ნუ ენდობით ამ პერიოდში მხოლოდ შეგრძნებებსა და ინტუიციას, იმოქმედეთ გამოცდილებაზე დაყრდნობით. სასურველია, დაკავდეთ ჩვეული საქმეებით და იურთიერთოთ მხოლოდ პოზიტიურ ადამიანებთან.

ლომი

იმოქმედეთ, არაა საჭირო დაელოდოთ უკეთეს დროს. შეეცადეთ ჩამოაყალიბოთ თქვენი სურვილები ერთ თანმიმდევრულ გეგმად და დაიწყოთ ჩანაფიქრის განხორციელება.

ქალწული

არის ალბათობა ახალი გატაცება, ახალი ჰობი გაგიჩნდეთ, რომელიც შესაძლოა ახალი ფინანსური წყაროც კი გახდეს და სამომავლოდ კარგი მოგებაც მოგიტანოთ.

სასწორი

მოტყუების და დანაკარგების ალბათობაა, კარგად გადაამოწმეთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, იყავით წინდახედული და თავი შეიკავეთ შორ დისტანციაზე გადაადგილებისგან.

მორიელი

პროდუქტიული და კეთილდღეობის მომტანი დღეა, განსაკუთრებით ეს პირად ურთიერთობებს ეხება. მოაწესრიგეთ პირადი სივრცე და აუცილებლად იზრუნეთ დასვენებაზეც.

მშვილდოსანი

რთული დღეა, მთავარია, არავისთან არ ჩაერთოთ კამათსა და დაპირისპირებაში, შეეცადეთ, არ გააღრმავოთ დაძაბულობა. მოსალოდნელია დაუგეგმავი ფინანსური ხარჯები.

თხის რქა

იყავით უკიდურესად მომთმენი და ყურადღებიანი, როგორც საკუთარი, ასევე , ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მიმართ. ნუ გადაიღლებით და დიდ ძალისხმევას ნუ დახარჯავთ მეორეხარისხოვან საქმეებზე. დაისვენეთ.

მერწყული

წარმატებული დღეა, განსაკუთრებით, პირად ურთიერთობებში. ახლა თქვენთვის შეუძლებელი და მიუღწეველი არაფერია, ყველაფერი გამოგივათ, მთავარია იყოთ გაბედული.

თევზები

ნუ აჩქარდებით პირადი თუ ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას, არის ალბათობა, დაუშვათ შეცდომა, რომლის გამოსწორებასაც დიდი დრო დასჭირდება.

სრულად წაკითხვა