“4 მოზარდი გაიტაცეს, ერთს თავი ქვით გაუტეხეს” – რას ჰყვებიან მომიტინგეები და რა გეგმა აქვს მთავრობას

3 weeks ago 5

62

თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე მრავალრიცხოვანი, მშვიდობიანი აქციაა.

ცნობისთვის, აქციის დასაწყისშივე, პარლამენტთან ელექტროენერგია იყო გამორთული.

ვრცელდებოდა სოციალურ ქსელში ინფორმაცია დღეს, რომ დასავლეთ საქართველოდან მოჰყავდათ დამატებითი საპოლიციო ძალები. გამომდინარე იქედან, რომ აქციებია ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, ბათუმში, შესაბამისად, შსს-ს ახლა იქაც სჭირდება ძალები. უცნობია, მართლა საპოლიციო ძალები მოჰყავდათ, თუ არა.

აქციის მონაწილეებს შიგადაშიგ ასხამდმენ მოქალაქეებს გაზს, წყალს.

ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ამბობენ, რომ დღეს ხალხს წყალს ასხამდნენ პარლამენტის შენობის ფანჯრებიდან!

სასწრაფომ ორი დაშავებული გადაიყვანა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ქყლეტას უწყობენ ასობით ათას ადამიანს. ვისაც დაიმარტოხელებენ, სასტიკად სცემენ, ათნი ერთს.

რობოკოპებმა დაიწყეს დაკავებები.

ადგილზე მყოფი მომიტინგეები ავრცელებენ საგანგაშო ინფორმაციას, რომ სპეცრაზმმა გაიტაცა ოთხი მოზარდი, აქედან ერთი 13 წლის და ერთიც – 14 წლის. ასევე, პირდაპირ ეთერში ჰყვებიან, რომ სპეცრაზმელები ბავშვებს ესროდნენ ქვებს, ერთ მოზარდს ქვა თავში მოხვდა, გონება დაკარგა და ოთხივე გაათრიეს. ინფორმაცია არ არის ოფიციალურად დადასტურებული და მისი გადამოწმება ვერ ხერხდება იმ მიზეზის გამო, რომ შსს ზარებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, მართალია შსს და ოცნება მესამე დღეა გვიმტკიცებს რომ ძალის გადამეტება არ ხდება, მაგრამ მესამე დღეა სახალხო დამცველიც კი ამტკიცებს, რომ ასე არაა და ძალის გადამეტებაცაა და  მომიტინგეების კონსტიტუციური უფლებებიც ირღვევა. სახალხო დამცველი ორივე დარბევის შემდეგ ამბობდა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა ნაცემია. დღეს კი, დაკავებულთა მონახულების შემდეგ თქვა რომ სასტიკად არიან ნაცემნი და სპეცრაზმის ქმედება სიმხეცედ შეაფასა. სავარაუდოდ, სახალხო დამცველი ხვალაც იგივეს იტყვის.

დევნის, თავდასხმის, ცემის ვიდეოების ნახვის შემდეგ, არაერთმა ორგანიზაციამ, საჯარო სამსახურების თანამშრომლებმა, ბიზნესმა, სპორტის, ხელოვნების, განათლების წარმომადგენლებმა, დაგმეს ძალადობა.

ცნობისთვის, გუშინ მამუკა მდინარაძემ დააანონსა, რომ შსს დამატებით საშუალებებს გამოიყენებდა და რომ მან ეს საკითხი გომელაურთან უკვე გაიარა.

ნიშნავს, თუ არა, ეს ყველაფერი იმას, რომ დღეს აქციის სასტიკად, სწრაფად დარბევას აპირებდნენ და ეს წინასწარ, ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე დაიგეგმა, უცნობია. იმედია, ოდესმე იქნება გამოძიებული

“შეიძლება, დამატებითი სპეციალური საშუალებები გამოვიყენოთ… ვესაუბრე გომელაურს” – ხელისუფლების მუქარა ხალხს

სრულად წაკითხვა