საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე 4 მედალი მოიპოვა. ნაკრების ყველა წევრი საქართველოში მედლით დაბრუნდა.
გიორგი მაისურაძემ (კომაროვის სკოლა) ოქროს მედალი მოიპოვა. მათე რეხვიაშვილმა (კომაროვის სკოლა) და ნიკა ყიფშიძემ (136-ე საჯარო სკოლა) ვერცხლის, ხოლო ანტონ ინგოროყვამ (კომაროვის სკოლა) ბრინჯაოს მედლები მიიღეს. ეროვნულ ნაკრები საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის მიერ კომპლექტდება. მისი ხელმძღვანელები შოთა ელყანიშვილი და ნიკა მიქაბერიძე არიან.
ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაში ევროპის 25 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველომ კი, გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილი დაიკავა.
ნაკრების შემადგენლობაში შედიოდნენ GAIA-ს AI ლიგის გამარჯვებულები. AI ლიგა ასოციაციის საოლიმპიადო AI კურსის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები თავის ცოდნას პრაქტიკულ, ოლიმპიადის ფორმატის ამოცანებზე რეგულარულად გამოცდიან.
ეროვნულ ნაკრებს წინ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა ელის, რომელსაც წელს ასტანა უმასპინძლებს. საქართველო კი, უკვე ორი გუნდით და 8 მონაწილით ეცდება მეტი და უფრო მაღალი სინჯის მედლების მოპოვებას.
ეროვნული ოლიმპიადა, AI ლიგა და საოლიმპიადო კურსი GAIA-ს პროექტებია, რომელიც თიბისისმხარდაჭერით ხორციელდება. ეროვნული ოლიმპიადა ტექ ოლიმპიადების ჰაბის ნაწილიცაა, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების ბაზაზეა შექმნილი.
განათლებისა და ტექნოლოგიურიეკოსისტემის გაძლიერებათიბისისთვის ერთ–ერთისტრატეგიული პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანიააგრძელებს ისეთი ინიციატივებისმხარდაჭერას, რომლებიცახალგაზრდებს თანამედროვეტექნოლოგიების მიმართულებითგანვითარების შესაძლებლობასაძლევს და მათ საერთაშორისოასპარეზზე წარმატებისმიღწევაში ეხმარება. საქართველოს ნაკრებისმონაწილეობა IOAI 2026-ში, ამმიზნის კიდევ ერთიმნიშვნელოვანი გამოხატულებაა.
(R)

3 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·