4 ოქტომბერის საქმეზე 12 პირს საპროცესო გაუფორმეს - ისინი 1 წელს ციხეში გაატარებენ

6 hours ago 2

საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს, თუმცა აქამდე გათავისუფლებული 22 მსჯავრდებულისგან განსხვავებული პირობებით.

ამ 12 დემონსტრანტის შემთვევაში საპროცესო შეთანხმების პირობაა - ერთი წელი რეალური მსჯავრი (პატიმრობა), სამი წელი პირობითი სასჯელი.

მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ყველა ბრალდებულს ცალ-ცალკე ჰკითხა: ვნობდნენ თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალში და სურდათ თუ არა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. „დიახ“ - უპასუხა 12-მა ბრალდებულმა.

თავდაპირველი ინფორმაციით, შეთანხმების გაფორმებას ითხოვდა, მანუჩარ მიექალძეც. სხდომის დაწყების წინ გაირკვა, რომ ის ამას აღარ თანხმდებოდა.

მისი სიტყვის მოსმენის შემდეგ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადა გიორგი კირვალიძემაც და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა. ის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. მას შეთანხმება გაუფორმდა, რადგან მისი ეს რეპლიკა მას შემდეგ გაჟღერდა, როცა მოსამართლეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.

მანუჩარ მიექალძეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ამ 12 ბრალდებულიდან მხოლოდ საბა კორძაია გაატარებს ციხეში ნახევარი წელით მეტ ხანს (ჯამში ერთ წელსა და 6 თვეს) - პროკურორის განმარტებით, მას სხვა საქმეზე აქვს მისჯილი 1 წელი და 6 თვე. ახალ საქმეს კი ძველი განაჩენის ნაწილი „გამოიყოლა“.

დაკავებულების ამ ჯგუფში საბა კორძაიას გარდა არიან:

  • სიმონ მახარაძე;
  • კახაბერ კვაჭანტირაძე;
  • გია თოლორაია;
  • მიხეილ თოლორაია;
  • ავთანდილ თოფჩიშვილი;
  • იური ლომიძე;
  • დავით გიუნაშვილი;
  • გიორგი ტალახაძე;
  • ბექა მაჭავარიანი;
  • გიორგი კირვალიძე;
  • კობა ეპიტაშვილი.

გიორგი კირვალიძის ადვოკატის, ბორის ჩელე ყურუას შეფასებით, საპროცესო ბრალდების მხარის პოლიტიკური სვლაა და მისთვის რთულია გამოიცნოს, რას ემყარება შეთავაზებული პირობა:

„ვისაც აქვს იმის იმედი, რომ ვინმე ამ სასამართლოში სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, ღმერთმა გაუმარჯოს. ღმერთის მეტი ვერავინ უშველის, ადვოკატი აქ უძლურია. ვინც ფიქრობს, რომ ციხეში ყოფნა საქმეა, შეუძლია ადგეს და თავად ჩაჯდეს ციხეში, ძალიან მარტივია ამ ქვეყანაში ამის გაკეთება, დანაშაულის ჩადენაც არ არის საჭირო...

მოვიდა მოწმე რომელმაც თქვა ვიდეოზე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფია ვინც ურტყამს, თუმცა ჰაბიტოსკოპიურმა ექსპერტმა თქვა, რომ კაციშვილმა არ იცის, ამ ვიდეოში ვინ ვინ არის. თან იყო უამრავი უზუსტობა...“

4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის საქმის ამ ჯგუფის მოსამართლე თამარ მახარობლიძე იყო.

„მშვიდობიანი დამხობის“ საქმე

სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა.

ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.

ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი 64 ადამიანს წაუყენეს. მათგან უმეტეს შემთხვევაში საქმის განხილვა დასრულდა:

საპროცესო შეთანხმებით სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს:

  1. ალექსანდრე ხაბეიშვილი;
  2. ბექა ქელეხსაშვილი;
  3. გიორგი მულაძე;
  4. მამუკა ლაბუჩიძე;
  5. გურიელ ქარდავა;
  6. თემურ ქურციკიძე;
  7. ვახტანგ ფიცხელაური;
  8. და ავთანდილ სურმანიძე;
  9. სერგო მეგრელიშვილი;
  10. გიორგი რურუა;
  11. გიორგი ქორქია;
  12. ლაშა ივანაძე;
  13. ლევან ჯიქია;
  14. ხვიჩა გოგოხია;
  15. ალექსანდრე გოგოლაძე;
  16. გოჩა ყატაშვილი;
  17. სულხან ამბალავა;
  18. რამაზ ჯორბენაძე;
  19. ჯანრი თირქია;
  20. გენადი კეხილაშვილი;
  21. დავით ღურწკაია;
  22. ევა შაშიაშვილი.

ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლებენ:

  1. საბა კორძაია (დამატებით 6-თვიანი პატიმრობა);
  2. სიმონ მახარაძე;
  3. კახაბერ კვაჭანტირაძე;
  4. გია თოლორაია;
  5. მიხეილ თოლორაია;
  6. ავთანდილ თოფჩიშვილი;
  7. იური ლომიძე;
  8. დავით გიუნაშვილი;
  9. გიორგი ტალახაძე;
  10. ბექა მაჭავარიანი;
  11. გიორგი კირვალიძე;
  12. კობა ეპიტაშვილი.

პატიმრობა მიუსაჯეს:

  1. ზურაბ ჭავჭანიძე („ბათუმელი მედროშე“) - 56 წლის;
  2. ამირან დოლიშვილი - 21 წლის;
  3. ვლადიმერ გველესიანი - 43 წლის;
  4. ალექსანდრე ჩილაჩავა - 44 წლის;
  5. გენადი კუპრეიშვილი - 44 წლის;
  6. სულხან ტუღუში - 41 წლის;
  7. რამაზ მამულაძე - 44 წლის;
  8. ანტონ ვარდანიძე;
  9. გიორგი ჩახუნაშვილი;
  10. დავით ჟღენტი;
  11. კონსტანტინე კოკაია;
  12. ზაქრო ალბუთაშვილი;
  13. კახაბერ მჟავანაძეს;
  14. დავით სტურუა;
  15. ია დარახველიძე.
სრულად წაკითხვა