“არავინ შეეგუება იმას, რომ ვინმემ ჩაიდოს ჯიბეში ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე საუბრობს, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე იმყოფება.
“ეს ქვეყანა ეკუთვნის ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენ მას დავიბრუნებთ. 4 ოქტომბერს, როდესაც უნდა, რომ ჩაატაროს ვითომ არჩევნები, ჩავატაროთ ყრილობა, ჩამოვიდეს მთელი საქართველო და დავიბრუნოთ ქვეყანა. 5 ოქტომბერს უნდა გავიღვიძოთ თავისუფალ საქართველოში. ვიყოთ ერთად, ბრძოლა ბოლომდე!, – ამბობს პაატა ბურჭულაძე.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ფონზე, სამთავრობო კვარტალში პოლიციელების სრული მობილიზებაა. ტერიტორია საპატრულო პოლიციის და პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებით იყო გადავსებული.