
4 ოქტომბრის არჩევნების დღის არეულობასთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 ოქტომბერს კიდევ ცხრა პირის დაკავების შესახებ გამოაცხადა. ოთხი პირი მიმალვაში იმყოფება.
სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. „ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანსა და ქვებს. გარდა ამისა, ისინი ცდილობდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რა დროსაც დააზიანეს სასახლის ეზოს ჯებირები“, – განაცხადა შსს-მ.
დაკავებულებს შორისაა 71 წლის პედიატრი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, რომელიც პოლიციამ 9 ოქტომბერს, გვიან ღამით, საკუთარ სახლში დააკავა.
This post is also available in: English
Read Next
10/10/2025 - 18:07
ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს
10/10/2025 - 16:05
თბილისში პოლონელ მესაზღვრეებზე თავდასხმისთვის სამი პირი დააკავეს
09/10/2025 - 14:29
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს 4 ოქტომბრის არჩევნებ მიესალმება და დასავლელ „აქტორებს“ ჩარევაში ადანაშაულებს
09/10/2025 - 11:27
4 ოქტომბრის არეულობასთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა
08/10/2025 - 14:42
გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი გარდაცვლილი იპოვეს
08/10/2025 - 14:30