Photo: Nini Gabritchidze/Civil.ge2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების დღეს მომხდარი არეულობის საქმეზე კიდევ რვა პირს ხუთწლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო იმავე საქმეზე ექვსი პირი ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების მიღწევის შემდეგ გაათავისუფლეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა განაჩენები 22 ივნისს გამოაცხადა, რის შედეგადაც საქმეზე დამნაშავედ ცნობილ პირთა რიცხვი 25-მდე, ხოლო საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა.
მსჯავრდებულები არიან ზურაბ ჭავჭანიძე, ამირან დოლიშვილი, ვლადიმერ გველესიანი, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, სულხან ტუღუში, რამაზ მამულაძე და ანტონ ვარდანიძე. ყველა მათგანს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული შენობების ხელში ჩაგდების მცდელობაში ედებოდათ.
საპროცესო შეთანხმებით სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ გიორგი ქორქია, გიორგი რურუა, ხვიჩა გოგოხია, ლევან ჯიქია, ლაშა ივანაძე და სერგო მეგრელიშვილი. მათაც ანალოგიური ბრალდებები ჰქონდათ წარდგენილი.
This post is also available in:
Read Next
10/06/2026 - 18:25
4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 14 პირი საპროცესო შეთანხმებების საფუძველზე გაათავისუფლეს
09/06/2026 - 17:59
4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 8 პირი საპროცესო შეთანხმებების საფუძველზე გაათავისუფლეს
05/06/2026 - 17:51
4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებულ 15 პირს საპროცესო შეთანხმებები გაუფორმდება
21/05/2026 - 15:23
ლევან ხაბეიშვილს 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
07/05/2026 - 20:33
სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს პატიმრობა შეუფარდა
31/12/2025 - 18:25

3 days ago
11







English (US) ·
Georgian (GE) ·