4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 8 პირი საპროცესო შეთანხმებების საფუძველზე გაათავისუფლეს

4 hours ago 3
Scenes from October 4, 2025 tensions, photo: Gvantsa Lomaia

2025 წლის 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე ბრალდებულ რვა პირს საპროცესო შეთანხმებები გაუფორმდა და შვიდი მათგანი სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლდა, ხოლო მერვე დაკავებული, ევა შაშიაშვილი შვიდი თვით ადრე, ჯანმრთელობის პრობლემებისს გამო გირაოთი გაათავისუფლეს.

გათავისუფლებულებ შორის არიან ალექსანდრე გოგოლაძე, სულხან აბრალავა, გოჩა კატაშვილი, დავით ღურწკაია, ჯანდრი თირქია, რამაზ ჯორბენაძე და გენადი კელიხაშვილი. მათ, ასევე ევა შაშიაშვილს, ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და/ან სტრატეგიული შენობების ხელში ჩაგდების მცდელობაში ედებოდათ.

მათგან ყველამ აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ ნანობდა თავის ქმედებებს, რის საფუძველზეც მათთან საპროცესო შეთანხმებები გაფორმდა. მათ სამი წლიანი პირობითი სასჯელები შეეფარდათ.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა