WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 8 პირი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა სრულად დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ ყველა მათგანს – ალექსანდრე ჩილაჩავას, ზურაბ ჭავჭანიძეს, გენადი კუპრეიშვილს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს , რამაზ მამულაძეს, სულხან ტუღუშს, ანტონ ვარდანიძეს  5-5 წელი მიუსაჯა.

პროკურატურა რვავე დაკავებულს ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.