გავრცელებული ინფორმაციით, 4 ოქტომბრის არჩევნების დღის არეულობებთან დაკავშირებით კიდევ ცხრა პირი დააკავეს, რის შემდეგაც დაკავებულთა საერთო რაოდენობა 55-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია დაკავებების შესახებ დაკავებულთა ოჯახის წევრებმა და აქტივისტებმა გაავრცლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება დაკავების მიზეზების ან დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ჯერ არ გაუკეთებია.
აქტივისტებისა და ოჯახის წევრების თქმით, დაკავებულებს შორის არიან მარიამ მეყანწიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, დავით ღურცკაია, თემურ ქურციკიძე, მიხეილ თოლორაია, გია თოლორაია და კახა კვაჭანტირაძე.
აქტივისტების ახლობლების თქმით, მათი დაკავება ბავშვების თვალწინ მოხდა. ერთ-ერთი მათგანის ინფორმაციით, პოლიციელმა ბავშვს თავზე იარაღი დაადო. თუმცა, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამგვარ ბრალდებას „სამარცხვინო ტყუილი“ უწოდა. მისი თქმით, სპეცრაზმის ჩართულობაა საჭირო დაკავების დროს, რადგან „ადამიანები იმალებიან“.
This post is also available in: English