WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817
Scene from the October 4's tense night on Orbeliani Square, Tbilisi, near the Presidential Palace, Photo: Nini Gabritchidze/Civil.ge

სააპელაციო სასამართლომ საპროცესო შეთანხმებები გაუფორმა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების დღეს მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით მსჯავრდებულ სამ პირს, ნიკა გვენცაძეს, გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს, და მათ პატიმრობის ვადები შეუმცირა. 72 წლის ცნობილი ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს, ხოლო ნიკა გვენცაძე და ზაქრო ალბუთაშვილი საპატიმროს უახლოეს კვირებში დატოვებენ.

საპროცესო შეთანხმებების თანახმად, ნიკა გვენცაძეს სასჯელის ზომად ერთი წელი პატიმრობა განესაზღვრა, რასაც სამი წელი პირობითი მსჯავრი მოჰყვება. ჩახუნაშვილს სამი თვით თავისუფლების აღკვეთა და სამი წელი პირობითი მსჯავრი შეეფარდა, ხოლო ზაქრო ალბუთაშვილის სასჯელი შეიცვალა ერთი წლით პატიმრობითა და სამი წლით პირობითი მსჯავრით.

გვენცაძე იმ 10 ბრალდებულს შორის იყო, რომლებსაც განაჩენი 4 ოქტომბრის საქმეზე მაისში გამოუტანეს. მას ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაში ცნო დამნაშავედ. .

ჩახუნაშვილი და ალბუთაშვილი იმ შვიდ ბრალდებულს შორის იყვნენ, რომლებსაც განაჩენი ცალკე ჯგუფის შემადგენლობაში, 19 ივნისს გამოუტანეს. ორივე მათგანი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაში ცნეს დამნაშავედ.

This post is also available in: English