19.06.202619.06.2026
დღეს, 19 ივნისს, 4 ოქტომბრის მორიგი საქმეზე განხილვა დასრულდა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პატიმრობა შეუფარდა 7 ბრალდებულს:
- დავით ჟღენტი — პატიმრობა 5 წლით;
- კახაბერ მჟავანაძე — პატიმრობა 5 წლით;
- დავით სტურუა — პატიმრობა 5 წლით;
- კონსტანტინე კოკაია — პატიმრობა 5 წლით;
- გიორგი ჩახუნაშვილი — პატიმრობა 5 წლით;
- ზაქრო ალბუთაშვილი — პატიმრობა 5 წლით;
- ია დარახველიძე — პატიმრობა 3 წლით;
გოგი ჩახუნაშვილს, რომელიც გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, ბორკილები სხდომათა დარბაზში დაადეს. გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული ია დარახველიძეც, თუმცა ის სხდომას არ დასწრებია. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი 8 თვეა ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იყვნენ.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·