გამთენიისას საპოლიციო ძალების მიერ დაკავებული აქტივისტების რიცხვი კიდევ გაიზარდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია მინიმუმ 8 პირი. აქტივისტების ინფორმაციით, სხვადასხვა იზოლატორში გადაიყვანეს:
მარიამ მეყანწიშვილი
გიორგი ტალახაძე
დავით გიუნაშვილი
დავით ღურწკაია
სიმონ მახარაძე
გია თოლორაია
მიხეილ თოლორაია
თემურ ქურციკიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროში დილით ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა, სავარაუდოდ, ჩაინიშნება ბრიფინგი.