4 ოქტომბრის საქმზე დაკავებულმა ვახო ფიცხელაურმა შიმშილობა გამოაცხადა

4 days ago 3

4 ოქტომბრის საქმზე დაკავებულმა ვახო ფიცხელაურმა შიმშილობა გამოაცხადა, – ამის შესახებ თავად დაკავებული წერილში საუბრობს, რომელიც მისმა ადვოკატმა, გიორგი ჩხეიძემ გაავრცელა.

დაკავებული პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ეს არის “პოლიტიკური ანგარიშსწორება სამშობლოს სიყვარულისთვის“.

“2025 წლის 6 ოქტომბერს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა “პოლიციელებმა” ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს ჩემზე. ეს სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება მხოლოდ იმის გამო, რომ მიყვარს ჩემი სამშობლო და ყველაფერს ვაკეთებდი და ვაკეთებ მის დასაცავად.

მაშინ, როდესაც სახელმწიფო არის ჩემთან მიმართებაში დამნაშავე (არაფერს არ აკეთებენ ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების გამოსაძიებლად და აღსაკვეთად), მე დღეს ვიმყოფები უკანონო და უსამართლო ტყვეობაში!

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტე მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას და გამოვაცხადო შიმშილობა.

იმდენ ხალხს იჭერენ, რომ უფრო ვრწმუნდები ამათ მალე დამხობაში!”, – წერს ვახო ფიცხელაური წერილში, რომელმსაც მისი ადვოკატი ავრცელებს.

სრულად წაკითხვა