2
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, ქართული ოცნება აპირებს მოგებას და თქვა, რომ 54,5%–ზე მეტს აიღებენ.
თბილისის მერობის კანდიდატი, მისი აზრით, კახა კალაძე უნდა იყოს, რადგან, ამბობს, რომ მისი “კანდიდატურა არის უალტერნატივო”.
მაინც რატომ არის კალაძის კანდიდატურა უალტერნატივო და რა უნდა გააკეთოს კარგმა მერმა, კობახიძის აზრით?
კობახიძე, ცხადია, არ საუბრობს საცობებზე, პირიქით ამბობს, რომ მუდმივ რეჟიმში მუშაობს ქალაქის ქუჩების განბლოკვისთვის მერია, რამდენად მოაქვს ამ “მუდმივ მუშაობას” ეფექტი და შედეგი, ეს არ უთქვამს. ასევე საუბრობს გამწვანებაზე და რეკრეაციაზე, თუმცა, ცხადია, არ ახსენებს არც ვაკის პარკს, არც რიყის პარკს.
რამდენად ქმედითია, მერიის ჩატარებული სამუშაოები ამ მხრივ, ან რამდენად უსაფრთხო, ან რამდენად შესაბამისი ხარისხით დახარჯულ ბიუჯეტთან, სხვა საკითხია, მაგრამ კობახიძის აზრით, კარგმა მერმა უნდა იცოდეს რეკრეაცია, გამწვანება, ქუჩების მოწესრიგება და უნდა ებრძოლოს საცობებს.
“მარტო რად ღირს რეკრეაცია, გამწვანების მიმართულება, ქუჩებისა და გამზირების მოწესრიგება.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების რაოდენობა გაზრდილია 3-ჯერ, 2012 წლის შემდეგ, რეალურად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ამან არ მოახდინოს მოძრაობის არსებითად ბლოკირება ჩვენს დედაქალაქში. ამისთვის სერიოზული ცვლილებები გატარდა ტრანსპორტის სფეროში და სამომავლოდაც ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი პროგრამა ექნება წარმოდგენილი კახა კალაძეს ამ მხრივ.”
ცნობისთვის, გარდა გამწვანებისა, რეკრეაციისა, თბილისის მერიაში დასაქმებულები არიან, ხელფასს იღებენ და ფუნქციონირებენ ინფრაქტრუქტურის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის და სოც მომსახურების, იურიდიული, უსაფრთხოების, საფინანსო, კულტურის, განათლების, სპორტის, ეკონომიკის და სხვა სამსახურები.