44 წლის კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში თავი დაიწვა, გარდაიცვალა

2 hours ago 3

44 წლის აფხაზეთიდან დევნილი, რომელიც წლების განმავლობაში ითხოვდა საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებას და პროტესტის ნიშნად 27 იანვარს, დევნილთა სააგენტოს ეზოში თავი დაიწვა, ხუთდღიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. 

ამის შესახებ განცხადებას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აქვეყნებს, სადაც ნათქვამია: 

“ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, 5 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ.

ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა”

სრულად წაკითხვა