“5 ბავშვი გარდაიცვალა ხანძრის შედეგად..” – ნახეთ ცნობილი გახდა ვის ოჯახში დატრიალდა შემზარავი ტრაგედია – ახალი დეტალები

1 day ago 1

გუშინ საზარელი ტრაგედია ვიტალი ჭოლარიას და ქრისტინე სორდიას ოჯახში დატრიალდა. ქრისტინე სორდია ზუგდიდის საავადმყოფოში მკურნალობდა და ვიტალი ჭოლარია სწორედ მის სანახავად იყო გალიდან გადმოსული. რეალურად ბავშვები, მშობლებთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალკახათში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდნენ, დროებით ოკუპირებულ გალის რაიონში კი არდადეგების გამო იმყოფებოდნენ.

ხანძარმა იმსხვერპლა ემილია, ანა-მარია, ელენე, ნია და სოფიო ჭოლარიები.

საშინელმა ამბავმა მთელი ქვეყანა შეაძრწუნა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი:

„ბ-ნ ვიტალი ჭოლარიას და ქ-ნ ქრისტინე სორდიას, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

დიდი ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში, თქვენს ოჯახში, მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა.

ერთდროულად ხუთ შვილთან გამოთხოვება მეტად მტკივნეული და რთული გადასატანია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი სულიერად, მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ; ეს განშორება კი დროებითია.

აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიას და სოფიოს უკვდავ სულთათვის და შევთხოვთ უფალს, მოგანიჭოთ ნუგეში და ლოცვის ძალა.

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი

და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ტრაგედია მოხდა სოფელ საბერიოში გუშინ მოხდა, ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა.

სრულად წაკითხვა