სოციალურ ქსელში ქალბატონმა თეა ტოგონიძემ ემოციური წერილი გამოაქვეყნა, ის გაუჩინარებულ 16 წლის ქალიშვილს ეძებს. როგორც გაირკვა, ემიგრანტი გოგონა საქართველოში არდადეგებზე იმყოფებოდა. მის ადგილსამყოფელს ოჯახი 5 დღეა უშედეგოდ ეძებს.
“მე-6 წელია ოჯახით საბერძნეთში ვცხოვრობ, ჩემი გოგონა – ანასტასია სკოლიდან დაითხოვეს და 9 დეკემბერს არდადეგებზე გამოვუშვი ქუთაისში. დადასტურდა, რომ ოჯახის შექმნის მიზნით არის წაყვანილი. ბავშვი 16 წლისაა და პოლიცია მეუბნება,
კანონი არ გვავალდებულებს, მასშტაბურად ვეძებოთ იმიტომ, რომ 16 წლისას თავისუფლად შეუძლია გათხოვდესო. ახლა პროკურატურაში მივდივართ, ასე დამარიგეს…
იქნებ რამეში დამეხმაროთ. ეს ბიჭი 25 წლისაა, პრობაციონერი, არც ვიცი, სად გაიცნო ჩემმა შვილმა, მაგრამ უყვარს. პოლიციამ და ბიჭის და-ძმამ დამიდასტურეს, რომ მან წაიყვანა. სავარაუდოდ, იმიტომ არ ჩნდებიან, რომ ბიჭს ეშინია, წავართმევ ან დავაჭერინებ.
მართლა არ მაინტერესებს მისი დაჭერა, შვილებს ვფიცავ, ოღონდ გამოჩნდნენ, ოღონდ ჩემი შვილი ვნახო.
ოღონდ გამოჩნდეს, არაფერი მინდა სხვა, არავინ არავის არაფერს ერჩის. თუ რამეს შეიტყობთ, დამირეკეთ: 595 09 56 30“.
წყარო: savnednews.cc