5 ივლისიდან 2026 წლის საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან

9 hours ago 2

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველების გამოცდებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებისათვის საგამოცდო პროცესი 5 ივლისს დაიწყება და 29 ივლისს დასრულდება.

5 ივლისს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩატარდება, რომლისთვისაც 3600-მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.

მნიშვნელოვანია, რომ გამოსაცდელი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, მასზე მითითებულ დროსა და ადგილას.

საგამოცდო ცენტრებში სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან.

მასწავლებლის გამოცდების განრიგის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

მასწავლებელთა გამოცდების პარალელურად გრძელდება ერთიანი ეროვნული გამოცდებიც. უკვე ჩატარდა გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 6, 7 და 8 ივლისს კი ჩატარდება უცხოური ენების გამოცდები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის: საქართველოს 12 ქალაქში გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემით.

ინფორმაცია გასათვალისწინებლად: დანიშნულია დამატებითი ტრანსპორტი მეტროსადგურებიდან საგამოცდო ცენტრებამდე

სრულად წაკითხვა